logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“: საქართველოს უზენაესს სასამართლოში „პაპუაშვილის საქმე“ გასაჩივრდა
- +

19 მაისი. 2017. 18:18



საქართველოს უზენაესს სასამართლოში მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება გასაჩივრდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებს.


„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება იყო არა მხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონო.

 

„მხარე ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მასთან ერთად, სასამართლოს მიერ მიღებულ საოქმო განკარგულებებს, რომლებმაც როლანდ ბლადაძის საპროცესო თანასწორუფლებიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა შეზღუდა. უზენაეს სასამართლოში წარდგენილი როლანდ ბლადაძის საჩივარი სრულად პასუხობს ევროკონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და მოქმედი საპროცესო ნორმებით დადგენილი პრინციპებისა და ღირებულებების დარღვევაზე სწორ სამართლებრვ დასკვნებს და საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია საქმის ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებების მიმართ სრული და ყოველმხრივი ანალიზით. როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები პასუხობს ევროსასამართლოს და ეროვნულ დონეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიღებულ სახელმძღვანელო გადაწყვეტილებებს და იმ განმარტებებს, რომელიც იძულების წესით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან ქონების ჩამორთმევისა და კანონსაწინააღმდეგო, ამორალური გარიგებების შინაარს შეესაბამება", - აცხადებს კაიკაციშვილი.


არჩილ კაიკაციშვილის თქმით, როლანდ ბლადაძემ ეროვნულ დონეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვისას პროცესუალური უფლებების დარღვევის ფონზე, ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, ვინაიდან ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებმა არ ასახა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ობიექტურ შეფასება, სადავო გარემოებების მიმართ სწორი სამართლებრივ დასკვნები და ქვემდგომმა სასამართლოებმა განახორციელეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც კონფლიქტში მოდის კანონის უზენაესობისა და სამართლის აღიარებულ პრინციპებთან.


შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner