გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ბიბლიოთეკა გაიხსნა. სოფელ ახალხიზის კლუბის შენობაში სხვადასხვა ჟანრის წიგნები უკვე მიიტანეს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ბიბლიოთეკის გახსნა ადგილობრივ მოსახლეობასა და ბავშვებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა მიულოცეს. მათთვის საქველმოქმედო ფონდის მსახიობებმა ილია ჭვაჭავაძის შემოქმედება წარმოადგინეს, მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გაიმართა საჯარო ლექცია.
180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალხიზის ბიბლიოთეკას ილია ჭავჭავაძის სახელი დაერქვა.