მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. გაჩერებულია „მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომლის ჩხრეკაც ჩატარდა, თუმცა, რა ამოიღეს სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად, უცნობია.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. კრიმინალისტები კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.