logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც...
- +

19 მაისი. 2017. 22:06


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, ავტოსკოლები შესაძლოა ავტორიზაციას დაექვემდებაროს. მართვის მოწმობის ასაღებად კი, გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი.


„ვმუშაობთ მართვის მოწმების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას ავტორიზაცია გაატაროს. ასეთ სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი. ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდი რეფორმაზე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner