logo_geo
eng_logo
სამბისტი ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
- +

19 მაისი. 2017. 22:08


ბელორუსის დედაქალაქ მინკსის სპორტის სასახლეში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.


ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. წელსაც მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.


ნინომ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა. ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.


დღეს მინსკში მედლები ქალთა შორის 48, 60 და 72 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ვაჟებში კი 52, 68 და 90 კგ-მდე წონებში გათამაშდა. ტურნირზე დარჩენილ წონებში ასპარეზობა 20 და 21 მაისს გაიმართება.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner