შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მზიურის" ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ „მზიურის" ტერიტორიიდან იქ მყოფების ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.