თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ ინფორმაცია „საზოგადოებრივ მაუწყებელს" სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა დაუდასტურა.
მისი თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.
„ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და საწოლსაც მოხვდა. ყველანი დავწექით იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულოც", - განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსიდან განხორციელდა.