ინფექციურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.
როგორც შსს-ში აცხადებენ, შესაბამისი ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დაზუსტდება შემთხვევის დეტალები.
თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა დაუდასტურა.