როგორც „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ინფექციურ საავადმყოფოში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საავადმყოფოს წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს" სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა განუცხადა, ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.