logo_geo
eng_logo
ინფექციურ საავადმყოფოში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
- +

20 მაისი. 2017. 00:00



როგორც „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ინფექციურ საავადმყოფოში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საავადმყოფოს წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.


როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს" სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა განუცხადა, ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს.


მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner