საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება უკანასკნელ დღეებში მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციის გამო, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფად.
დაგემილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი მის სომეხ კოლეგასთან.