logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: ადვოკატს არ აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს და დატოვოს სხდომა!
- +

20 მაისი. 2017. 03:11



როგორც საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში  ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. ცნობილი გახდა, რომ დეკანოზს დარჩეს სახაზინო ადვოკატი და მისი ადვოკატე საქმეს ჩაეხსნან, რაზეც ედიშერ ქარჩვა ამბობს, რომ „ჩახსნა-გამოხსნა" არ არსებობს.


„ფაქტობრივად ორივე მხარე თანხმდება, დაცვის მხარეც ადასტურებს პროკურატურის იმ ნაწილს, სადაც აუდიო-ვიდეო ნაწილზეა საუბარი და რაც მკვლელობის მომზადების ძირითადი ფაბულაა, რაზეც აიგო მთელი ეს ბრალი.

 

აქ არის წმინდა პროცესუალურ მოქმედებებზე საუბარი ანუ ადვოკატს არ აქვს უფლება, არ შეიძლება პროტესტი გამოხატოს და დატოვოს სხდომა. არ შეიძლება, რადგან კანონით არ არის გათვალისწინებული. არსებობს მხოლოდ გარკვეული მოქმედება პროცესუალური ნორმიდან გამომდინარე: ან ბრალდებული აძლევს აცილებას ან ადვოკატი თვით აცილებას ახდენს საკუთარ თავზე. აცილება არ მომხდარა, ამიტომ უდნა დააზუსტოს მხარესთან და უნდა უთხრას, მე რომ პროცესზე არ გამოვცხადდე არ შეიძლება. რადგან ეს კანონით გაჭიანურებაში ან დაცვის უფლების განუხორციელებაში ჩამეთველბა", - განაცხადა ქარჩავამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner