Reuters-ის ცნობით, ბაღდადის შემოგარენში, ორი აფეთქების შედეგდ, სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. ორ ავტომობილში დამონტაჟებული ბომბები თვითმკვლელებმა ააფეთქეს. დაღუპულებიდან 4 პოლიციის ოფიცერია. აფეთქება პოლიციის შენობსთან ახლოს მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.