logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: მამა გიორგის ადვოკატებს სასამართლო სხდომა არ უნდა დაეტოვებინათ
- +

20 მაისი. 2017. 03:14



სამოქალაქო უფლებების დამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ მამა გიორგის ადვოკატებს სასამართლო სხდომა არ უნდა დაეტოვებინათ, რადგან ამით პროკურატურას ხელ-ფეხი გაეხსნა, რომ ბრალდებული დაცვის გარეშე დარჩეს.


„მამა გიორგი არ არის იურისტი. მან გამოხატა თავისი დამოკიდებულება და თქვა, რომ ტოვებდა დარბაზს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმაც დატოვონ დარბაზი, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამტოვონ დაცვის გარეშე. მამა გიორგიმ დემარში გააკეთა.

 

უნდა გეთქვათ, რომ შესვენება გამოცხადებულიყო, ვინაიდან ჩვენ გვინდა, რომ დაცვის ქვეშ მყოფს ავუხსნათ, რომ ჩვენ რომ დავტოვოთ დარბაზი ის დარჩება დაცვის გარეშე. შესაბამისად, პროკურატურას ეხსნება ხელ-ფეხი, რომ ის დაიცვას სახაზინო ადვოკატმა. ამის ახსნის შემდეგ თუ მამა გიორგი ვერ გაერკვეოდა, მაშინ თქვენ შეგეძლოთ რომ მოგეთხოვათ პროცესის გადადება, რაც ასევე ლეგიტიმურს ხდიდა თქვენს ჩართულობას საქმეში. დღესდღეობით, პროკურატურას ხელ-ფეხი გაეხსნა, რომ მამა გიორგი დარჩეს დაცვის გარეშე, მას დაუნიშნონ სახაზინო ადვოკატი და ადვოკატები ჩამოგაშორონ საქმეს", - განცხადა კაკაბაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner