logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

20 მაისი. 2017. 10:54


შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ბ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.


სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,  „ნაგანის" სისტემის 2 რევოლვერი და 13 ვაზნა ამოიღეს.


დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner