პარტია „ეროვნულების" ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შემდგომ თბილისური მაიდნის მოწყობისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისთვის ემზადება.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, კეზერაშვილის „შავი ფონდიდან" 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი, რათა ნაციონალებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არეულობის ესკალაცია მოახდინონ და თბილისური მაიდანი მოაწყონ.
ნაციონალებსა და უცხოეთში მყოფ სააკაშვილის ლობისტებს სჭირდებათ, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ძალოვან უწყებას - თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში რევანშისტების გვერდით დადგება", - განაცხადა ბრეგაძემ.