ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ზოგიერთი პარტია კარგა ხნის წინ დაგეგმილ შიმშილობას აპირებდა ქვეყნის მასშტაბით, ლოზუნგებით და პლედებით, დაიწყებდნენ ქართული მიწის ბღავილით და დაამთავრებდნენ გადაშენდეს ოლიგარქის მმართველობის ძახილით... მაგრამ „ჩაუსვარეს" კომპოტში... ქართული მიწა არ გაიყიდება და ეს ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუმცა „მოშიმშილე" პარტიას ასე იოლად გადააფიქრებინებ?" - წერს ნინო ჯღარკავა.