logo_geo
eng_logo
ზურაბ კუკულაძე: სათამაშო ბიზნესი ყველასთვის არ უნდა შეიზღუდოს და დარჩეს შეზღუდული ლეგალური სივრცეები!
- +

4 აპრილი. 2016. 18:24


ბოლო დროს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ბევრი ტრაგედიის, დანაშაულისა და არაერთი თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. ონლაინ-კაზინოებისთვის განსაზღვრული რეგულაციების დაწესების მოთხოვნას აქტიურად აყენებს „ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია" და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტისთვის მიმართვასაც გეგმავს, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

ამ თემაზე „კვირის პალიტრას" „ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ესაუბრა. მისი თქმით, ეს სისტემა 2010 წლიდან დღემდე წარმოუდგენლად მაღალი ტემპით ვითარდება. 2011 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იყო 300 მილიონი ლარი, დღეს კი, 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

 

 

 

„დღეს სათმაშო ბიზნესი რამდენიმე გარემოებაზე აპელირებს. ერთი არგუმენტით, შეზღუდვისას ბიზნესი იატაკქვეშეთში გადადის და სხვა ტიპის პრობლემები იქმნება. ამაზე ჩვენი პასუხია: რეგულაციები გონივრული უნდა იყოს, სათმაშო ბიზნესი ყველასთვის არ უნდა შეიზღუდოს და დარჩეს შეზღუდული ლეგალური სივრცეები...

 

სათამაშო ბიზნესი ისე გაიზარდა და აზარტულ თამაშებში მონაწილეობაც ისე გამარტივდა, რომ ამ საქმიანობის ეკონომიკური მნიშვნელობაც კი შეიცვალა. ის ყველგან გასართობი ბიზნესის პროდუქტია, ჩვენთან კი ამ სისტემამ ერთბაშად გამდიდრებისა და ვირტუალური კეთილდღეობის მოლოდინი შექმნა. საზოგადოებაში, სადაც დაბალია დასაქმების დონე, სოციალური ფონი მწვავეა, საზოგადოების ნაწილმა ეს საქმიანობა აღიქვა, როგორც მოგებაზე ორიენტირებული. სწორედ ეს არის ეკონომიკური ლოგიკის დარღვევა.

 

მეორე არგუმენტად გვეუბნებიან, რომ ბიზნესი იხდის გადასახადებს და ეს ბიუჯეტისთვის კარგია. ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს სისტემა 2010 წლიდან დღემდე წარმოუდგენლად მაღალი ტემპით ვითარდება. 2011 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იყო 300 მილიონი ლარი, დღეს კი, 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი 7-8-ჯერ გაიზარდა და იბეგრება ზუსტად იმავე მოცულობით, როგორც ხუთი წლის წინ.

 

მართებული იქნებოდა ამ ბიზნესის პროცენტული მოცულობით დაბეგვრა, მაგრამ აზარტული თამაშები მოსაკრებლებით იბეგრება. მაგალითად, 5 წელიწადში ერთხელ იხდიან დაწესებულ გადასახადს ზონების მიხედვით, 250 ათასიდან 5 მილიონ ლარამდე. ანუ როცა სისტემაში ბრუნვა იყო 300 მილიონი, მაშინაც იმ თანხას იხდიდნენ, რასაც 2 მილიარდის პირობებში. მეტიც, გადასახადს იხდის რეალური კაზინო, რომელსაც შეუძლია დააფუძნოს ონლაინ-კაზინო და ამისთვის გადასახადი არ ემატება. მოგების გადასახადს არ იხდის, იხდის მხოლოდ საშემოსავლოს.

 

ეს ბიზნესი, ფაქტობრივად, დანახარჯების გარეშე იღებს კოლოსალურ მოგებას. ვფიქრობ, საქართველოში უნდა იყოს ეს ბიზნესი, მაგრამ არა ონლაინ სახით. ყველაზე კარგი იქნება, თამაში დასაშვები იყოს მხოლოდ უცხოელებისთვის და მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის. ადამიანი, რომელიც იმიტომ თამაშობს, რომ შემოსავალს სასოწარკვეთილი ეძებს, კიდევ უფრო უბედურდება", - ამბობს ზურაბ კუკულაძე. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner