logo_geo
eng_logo
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა
- +

20 მაისი. 2017. 15:32


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ პირველივე ტურში, ამომრჩეველთა ხმების 57%-ით გაიმარჯვა.


მისმა კონკურენტმა ებრაჰიმ რაისიმ კი - 38,5%.


პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50%-ზე მეტი ხმები უნდა მიეღო.


შეგახსნებთ, რომ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, ირანის ყოფილი გენერალური პროკურორი ებრაჰიმ რაისი, კულტურის ყოფილი მინისტრი მოსტაფა აღა მირსალიმი და მრეწველობის ყოფილი მინისტრი მოსტაფა ჰაშემი თაბა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner