ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ პირველივე ტურში, ამომრჩეველთა ხმების 57%-ით გაიმარჯვა.
მისმა კონკურენტმა ებრაჰიმ რაისიმ კი - 38,5%.
პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50%-ზე მეტი ხმები უნდა მიეღო.
შეგახსნებთ, რომ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, ირანის ყოფილი გენერალური პროკურორი ებრაჰიმ რაისი, კულტურის ყოფილი მინისტრი მოსტაფა აღა მირსალიმი და მრეწველობის ყოფილი მინისტრი მოსტაფა ჰაშემი თაბა.