logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: კოოპერატივი „შარახევი-1“ სრული დატვირთვით ამუშავდა
- +

20 მაისი. 2017. 16:38


 

20 მაისს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კოოპერატივს „შარახევი-1" ესტუმრა.


დეპუტატმა დაათვალიერა ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გაშრობა-დაფასოების  საწარმო, რომელიც Enpard-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს" BLF-ის პროექტით შეიქმნა.

 

„მოხარული ვარ, რომ ფშავში შექმნილმა საწარმომ „როუზოფისის" პარტნიორი კომპანია „შპს კახეთი ბიოსგან" მიიღო სამკურნალო ბალახი ფურისულას შეგროვების შეკვეთა, რომლის მოპოვებაშიც ჩაერთო სოფელ შარახევის, მაღაროსკარის, ჩარგლისა და ქალილოს მოსახლეობა. მოცემული მომენტისათვის კოოპერატივი და საწარმო  სრული დატვირთვით ამუშავდა და მასში სხვადასხვა სოფლის 50-მდე მოქალაქე დასაქმდა. ჩვენი, მთის  მოყვარული ადამიანების მიზანს სწორედ მაღალმთიანი რეგიონების პოტენციალის, მთის რესურსების ეფექტიანი გამოყენება წარმოადგენს, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ხარისხიანი, მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოების განვითარებას", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


შეხვედრას ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ზურაბ სეხნიაშვილი, BLF-ის პროექტის ხელმძღვანელი მარიკა ზარანდია და „შპს კახეთი ბიოს" დამფუძნებელი ლიზი ხმიადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ფერმერებისა და ინვესტორების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მუნიციპალიტეტში 2014-2016 წლებში 17 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner