logo_geo
eng_logo
პენტაგონმა ISIS-სთან ბრძოლის სტრატეგია შეცვალა
- +

20 მაისი. 2017. 16:43



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დავალებით, პენტაგონმა „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის სტრატეგია შეცვალა.


პენტაგონის ხემძღვანელმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ სამხედრო მეთაურებს სწრაფი რეაგირებისთვის საჭირო უფლებები მიენიჭათ, რაც მიზნის დროული განადგურების საშუალებას იძლევა.


პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ აქამდე სამხედროები ტერორისტების პოზიციებს უტევდნენ და ტერიტორიას ატოვებინებდნენ, ამჯერად არმია მათ ალყაში მოაქცევს და ადგილზე გაანადგურებს.


მატისის თქმით, ეს სტრატეგია სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტების ნაკადს შეამცირებს და მათი ქსელის გაფართოებას შეუშლის ხელს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner