logo_geo
eng_logo
„პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება“
- +

4 აპრილი. 2016. 18:25


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.



მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტია „ქართული ოცნების" ლიდერი და „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების მოტივაციაც ძირითადად ეს არის.



ჩვენ გვაქვს განზრახვა, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, ძალიან მალე ოფიციალურად დაიკავებს პარტიაქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს. რა თქმა უნდა, აქ დასამალი რა არის. მოტივაციაც გასაგებია ყველასთვის. იგი იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი, ჩვენი კოალიციის ლიდერი. რაც არ უნდა კომენტარი გაკეთდეს ამაზე მომავალ არჩევნებამდე, იგი იქნება პარტიაქართული ოცნების" ლიდერი და თავისთავად ამ საკანონმდებლო ინიციატივის მოტივაციაც ძირითადად ეს არის", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner