logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: უფალი არ გაპატიებთ, ვინც გურამ შარაძის მკვლელობას შეესწარით და პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული
- +

20 მაისი. 2017. 17:59



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შეხედეთ, რამდენი თვითმხილველი ჰყავდა 2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძის მკვლელობას, როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე მანქანებში მსხდომთა შორის. იცოდეთ, რომ უფალი არ გაპატიებთ და მთელი დარჩენილი ცხოვრება ინანებთ, ვინც აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობას შეესწარით და დღემდე პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული.

 

დააკვირდით მკვლელს - გურამ შარაძე მშვიდად მიდის, ჩანთით ხელში და მას უკან მიჰყვება მკვლელი, რომელსაც თავზე თმა აქვს. გიორგი ბარათელი, რომელიც იმ დღეს დააკავეს და იქიდან მოყოლებული დღემდე საპყრობილეშია, თავგადაპარსული იყო. ეს „ალდაგის" ვიდეოთვალში გადაღებული მასალაა, რომელიც ინტერნეტსივრცეში რუსუდან შარაძემ გაავრცელა.

 

როგორც ყოველთვის, როგორც ყოველ წელს - 20 მაისს, 14 საათზე, ვერის სასაფლაოზე, გურამ შარაძის საფლავზე პანაშვიდს გადაიხდიან, ხოლო 19 საათზე მელიქიაშვილის გამზირზე მკვლელობის ადგილას გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდანი, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბებიან", - წერს ნინო მიქიაშვილი.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner