logo_geo
eng_logo
ძიუდოისტთა გრან სლემზე ამირან პაპინაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
- +

20 მაისი. 2017. 18:17



ეკატერინბურგში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. პაპინაშვილი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ნახევარფინალში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს 26 წამში მოუგო.


ამირან პაპინაშვილის გარდა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე დღეს კიდევ სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი რეპეშაჟში დამარცხდა და ბრინჯაოს მოპოვების შანსი დაკარგა.


ასევე რეპეშაჟში დათმო ორთაბრძოლა 66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილიც, ხოლო ამავე წონაში მეორე მონაწილე ქართველი ლაშა გიუნაშვილი ადრეულ სტადიაზევე გამოეთიშა ასპარეზობას.


ეკატერინბურგის გრან სლემზე მედლები დარჩენილ წონებში 21 მაისს გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან რვა ძიუდოისტი იასპარეზებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner