logo_geo
eng_logo
ბაღდადში მომხდარ ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა
- +

20 მაისი. 2017. 18:19


 

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 50-მდე დაშავდა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ტერორისტი შესამოწმებლად გააჩერეს. მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა კი თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა.


ბაღდადის პროვინციის ოპერაციების შტაბში  აღნიშნავენ, რომ ერაყის დაზვერვამ თავდასხმის შესახებ იცოდა. აქედან გამომდინარე, გამშვებ პუნქტებზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner