ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 50-მდე დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ტერორისტი შესამოწმებლად გააჩერეს. მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა კი თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა.
ბაღდადის პროვინციის ოპერაციების შტაბში აღნიშნავენ, რომ ერაყის დაზვერვამ თავდასხმის შესახებ იცოდა. აქედან გამომდინარე, გამშვებ პუნქტებზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.