logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: იმედი მაქვს, სანახაობებს არ მოვაწყობთ!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

4 აპრილი. 2016. 18:38


ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" საპარალამენტო უმრავლესობის დატოვებასა და კოალიციაში შემავალი პარტიების არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას „ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე ქანთარია ასე ეხმაურება:


„ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილება მათი სუბიექტური არჩევანია. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ამ ეტაპისთვისაც ასე უმჯობესია. ვფიქრობ, ეს მათი გათვლის შედეგია, მაგრამ რამდენად გამოიღებს შედეგს, სხვა საკითხია და ამას პროცესი გვიჩვენებს. უმრავლესობა იურიდიულად ამით არ იშლება.

 

ის, რომ პროცესები წინასაარჩევნოდ რთულ ფაზაში შედის, - ესეც ფაქტია. მით უფრო, როდესაც კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა იციან, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ. ესეც, რა თქმა უნდა, დარჩენილ ექვს თვეს გაართულებს, რაც საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა კოალიციაში შემავალ სუბიექტებსაც და თითოეულ დეპუტატსაც ეყოფა, რომ ეს ვადა ბოლომდე ღირსეულად გავიტანოთ. და სანახაობები არ მოვაწყოთ", - განაცხადა ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner