logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ვინ არის მერსი სულხანიშვილი, რომ ჭკუა მასწავლოს?!
- +

4 აპრილი. 2016. 18:47


რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა მერსი სულხანიშვილმა სატელევიზიო დებატებში პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძეს „ლატენტური გეი" და „ოროსანი პოლიტიკოსი" უწოდა. სატელევიზიო ეთერში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე დეპუტატი „ასავალ-დასავალს" ესაუბრა:


 

„პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან ჩავერთე და ვერ ვხედავდი, ვის ვედებატებოდი, თორემ ალბათ თავს ვერ შევიკავებდი. ეს ქალბატონი მომზადებული იყო იმისთვის, რომ ჩემზე შეტევა განეხორციელებინა. როცა მექნება შესაძლებლობა, აუცილებლად ვეტყვი საყვედურს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, რომ ასეთი რამ იკადრეს. ეს ე.წ. ჟურნალისტი დღესაც არ მიმაჩნია პასუხის ღირსად! წლებია, ლექციებს ვკითხულობ, ვინ არის მერსი სულხანიშვილი, რომ  ჭკუა მასწავლოს - მაქვს თუ არა „დეკამერონი" წაკითხული?! ყოჩაღ ომარ ნიშნიანიძეს, თავი რომ შევიკავე! რასაც ეს ქალი უწევს ლობირებას, ჩვენი ქვეყნის სირცხვილია! მათ რომ საკადრის პასუხს არ ვცემთ, ალბათ, წინაპრები საფლავში ტრიალებენ!" - განაცხადა ნიშნიანიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner