არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელი, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს, ბატონი გურამ შარაძის გარდაცვალების დღეა... წავიდა ჩვენგან მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის უთვალსაჩინოესი მეცნიერი, დიდი მამულიშვილი... ის მოკლა სააკაშვილის ბანდამ... დღემდე ვერ იქნა დადგენილი ვერც მისი მკვლელი და ვერც მკვლელობის შემკვეთი... ნათელ შენ სულს ქართველი ერი არ დაგივიწყებს გურამ... ზვარაკად სამშობლოს შეწირულო ძმაო...", - წერს ჯამბულ გამცემლიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. მელიქიშვილის გამზირზე, იმ ადგილას, სადაც გურამ შარაძე მოკლეს, მისი შვილი რუსუდან შარაძე, მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.