Aerosmith ქართველ მსმენელს მადლობას უხდის. შესაბამისი ჩანაწერი როკჯგუფის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„დიდი მადლობა ბათუმის „ლურჯ არმიას", საქართველოსა და Black Sea Arena-ს არაჩვეულებრივ თანამშრომლებს.
შემდეგი გაჩერება „ოლიმპისკი" - მოსკოვი, რუსეთი, 23 მაისს. იქ შევხვდებით!"- აღნიშნულია Aerosmith-ის გამოქვეყნებულ ჩანაწერში.
Black Sea Arena-ზე ლეგენდარული როკჯგუფის კონცერტი დასრულდა. როკჯგუფი მსმენელის წინაშე საათნახევრიანი პროგრამით წარსდგა. Aerosmith-ის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა.