„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიის ყრილობა 14 მაისს გაიმართება. ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა. ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრეს-სამსახური ავრცელებს.
პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას წარედგინება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა.