ორთაჭალაში მკვლელობა მოხდა. შს სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი საკუთარმა შვილმა მოკლა.