logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: დავით უსუფაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ „ნაცმოძრაობა“ გადარჩენილიყო!
- +

21 მაისი. 2017. 11:28


 

 

დავით უსუფაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ „ნაცმოძრაობა" გადარჩენილიყო!" - ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე „საერთო გაზეთში" წერს.

 

„უსუფაშვილი არც იქით არის, არც აქეთ, არც შუაშია, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, ის არის ყველგან და ყველასთან, თითოეულს ცალ-ცალკე „უნამიოკებს", რომ ნებისმიერ დროს მზად არის, უღალატოს დანარჩენებს, თუ ეს მისთვის სასარგებლო იქნება. - ჩვენი მთავარი მიზანია, გადავარჩინოთ „ნაცმოძრაობა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილმა და მართლაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა" გადარჩენილიყო. წინდახედული კაცია უსუფაშვილი - ვინ იცის, სად და რაში გამოადგება ეს მისგან გადარჩენილი „ნაცმოძრაობა" და მისი ნარჩენები. მითუმეტეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, თურმე და შეიძლება თბილისის მერობაზეც კი იყაროს კენჭი",- წერს პუბლიცისტი და პოეტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner