logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: როდესაც მაღალი თანამდებობა გიკავია, კონტროლი უნდა გაუწიო პირად ცხოვრებას!
- +

4 აპრილი. 2016. 19:15


არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოსთვის" ხელმძღვანელი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ თანამდებობის იმ პირებმა და პოლიტიკოსებმა, ვისზეც ვიდეოკადრები არსებობს აუცილებლად უნდა დატოვონ საჯარო სამსახური. აღნიშნულზე მოროშკინა „ალიასთან" საუბრობს და აქვე აღნიშნავს, „მაღალი თანამდებობის პირებმა პირად ცხოვრებას კონტროლი უნდა გაუწიონ".


„როდესაც პოლიტიკაში ხარ და გიკავია მაღალი თანამდებობა, კონტროლი უნდა გაუწიო პირად ცხოვრებას. საზოგადოების რაღაც ნაწილი გვკარნახობს ახალ მოდელს: მერე რა მოხდა, რომ გათხოვილი ხარ? შეიძლება გყავდეს რამდენიმე მამაკაცი და გქონდეს ხშირი, ანუ მდიდარი სექსი, ამავე დროს იყო მაღალ თანამდებობაზე. თუ ასეთი მორალი მკვიდრდება, მაშინ რაღაზე ვილაპარაკო?

 

ამათი მორალი პოლიტიკაზე გადის, არ უნდათ სკამების დაკარგვა, უნდათ კარგი შემოსავლები და ამიტომაც ქადაგებენ უცნაურ იდეებს. სააარჩევნო წელია, ყველა თავისთვის იწერს ქულებს და ყველა თავისას ცდილობს თავისებურად", - აცხადებს ლალი მოროშკინა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner