ნოდარ დუმბაძის ფონდი გიწვევთ „ზურიკელას სკოლაში" ყოველ კვირა დღეს - 1 ივნისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთევან დუმბაძე ავრცელებს:
„ორი საათის განმავლობაში თქვენს შვილებთან ლიტერატურულ-შემეცნებით შეხვედრებს გაუძღვებიან საბავშვო მწერლები მარიამ წიკლაური, ვასო გულეური, ლელა ცუცქირიძე და ირმა ბერიძე.
შეხვედრები გაიმართება ორი ასაკობირივი ჯგუფისთვის - 8-11 და 12-14 წლის ბავშვებისათვის.
თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 15 ბავშვი.
ზაფხულის ათი საკვირაო შეხვედრის მანძილზე თქვენი შვილებს ელით:
• შეხვედრები მწერლებთან, მსახიობებთან, მხატვრებთან, მუსიკოსებთან;
• საინტერესო საუბრები ლიტერატურაზე;
• შეხვედრები ლიტერატურულ პერსონაჟებთან;
• ხატვა, მუსიკა და სხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობები.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge
ერთჯერადი ბილეთს ფასი - 15 ლ.
ერთთვიანი აბონემენტი - 130 ლ.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია", - ნათქვამია ინფორმაციაში.