logo_geo
eng_logo
კრივში მსოფლიო ჩემპიონი ავარიაში დაიღუპა
- +

21 მაისი. 2017. 12:51



მსოფლიო ჩემპიონი კრივში, მექსიკელი დევიდ სანჩესი ავტოავარიაში დაიღუპა. ინფორმაციას „Boxing Scene" ავრცელებს.


დევიდ სანჩესი ძმასთან ერთად Ford Fusion-ით მგზავრობდა, როცა ისინი სატვირთო ავტომობილს შეეჯახნენ. სატვირთოს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ავარიის მიზეზს სამართალდამცველები იკვლევენ.


დევიდ სანჩესმა ბოლო ბრძოლა 2017 წლის აპრილში ჩაატარა და მოწინააღმდეგე დაამარცხა. 25 წლის ჩემპიონს 37 ორთაბრძოლიდან 31 მოგებული აქვს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner