logo_geo
eng_logo
აკაკი ოჩიგავა: 2011 წელს მორგში მას შემდეგ აღმოვჩნდი, რაც მიხეილ სააკაშვილს წერილი მივწერე
- +

21 მაისი. 2017. 13:20



„გლდანის ციხეში, ხერხემალში გადამამტვრიეს, თითები მომტეხეს და ხელებზე სიგარეტის ნამწვავები ახლაც მეტყობა", - ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" პატიმართა არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა, ყოფილმა მსჯავრდებულმა აკაკი ოჩიგავამ განუცხადა.


მისივე თქმით, ნაწამები გონზე გლდანის ციხის მორგში მოვიდა და შემთხვევით შესულ მორიგეს აცნობა, რომ ცოცხალია.


არაადამიანურ მოპყრობაში ყოფილი პატიმარი გლდანის ციხის რეჟიმის მაშინდელი უფროსს ოლეგ ფაცაციას და კიდევ რამდენიმე პირს, მათ შორის დავით ღვინიაშვილს და დავით ნოზაძეს ადანაშაულებს.


„მორგში მას შემდეგ აღმოვჩნდი, რაც მიხეილ სააკაშვილს წერილი მივწერე, რომ  ჩემთვის მოეცათ გარეთ სიკვდილის უფლება და არა - ციხეში. ეს გახდა ჩემი სასტიკად წამების საფუძველი", - განაცხადა ოჩიგავამ.


როგორც აკაკი ოჩიგავა ამბობს,  პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა.


ოჩიგავა სასჯელს 2011 წლიდან ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა და აცხადებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.


საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია  მიცემული.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner