სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაული მიულოცა.
როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ აღნიშნა, ოანე ღვთისმეტყველი არის სიყვარულის მქადაგებელი.
„სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა. ამის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს, ვერ იცოცხლებს", - განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ დამდეგ ამაღლების დღესასწაულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ოთხშაბათ საღამოს წირვა ჩატარდება სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო ხუთშაბათს - ამაღლების ტაძარში.