logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია!
- +

21 მაისი. 2017. 14:03



 „ამ პროცესით კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი მოსახლეობის ნდობა დასავლეთის მიმართ", - განაცხადა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტსა და დონალდ ტრამპთან შეხვედრის საკითხზე საუბრისას.

 

„ძალიან საინტერესო გამოდგა პრემიერ-მინისტრის ამერიკული ვიზიტი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი გულწრფელი და მოულოდნელი შეხვედრა საქართველოს პრემიერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ახალი ერის დასაწყისი იქნება. გარდა ამისა, ამან საბოლოოდ გაფანტა ის კითხვები და ეჭვები, რაც ჩვენი ხელისუფლების საგარეო ვექტორის თაობაზე გამოითქმოდა.                             ბატონი ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება არც იყო მისი პირადი ინიციატივა, მაგრამ მისი ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენების შემდგომ სენატორებმაც დაუჭირეს მხარი, რასაკვირველია, გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება. ნათელი შეიქმნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის ამ რეგიონში საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესით კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი მოსახლეობის ნდობა დასავლეთის მიმართ, თუმცა არსებობს რუსეთისგან საშიშროების ზრდის საფუძველიც, დარწმუნებული ვარ, ამაზე, ალბათ, ოცნებობენ კრემლში, მაგრამ არა მგონია, შექმნილ ვითარებაში რუსეთმა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება გაბედოს", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner