ავტორი ნინო ჯიბუტი
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე „რეპორტიორთან" ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამაში პრობლემურს ვერაფერს ხედავს.
„ეროვნულ ფორუმში" ჩემი მეგობრები არიან. თუ ის სუბიექტები, რომლებიც აქამდე კოალიციაში იყვნენ, საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ, ამაში პრობლემურს ვერაფერს ვხედავ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, მათ დამოუკიდებელი ხედვები აქვთ და ამომრჩეველს საშუალება მიეცემა, აირჩიოს არა რაღაც ერთი ძალა ვიღაცის ჯიბრით, არამედ ვიღაცის მიმართ თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოხატოს. ნეგატიური არაფერი უნდა იყოს.
ზოგადად, თუ ყველაფერს ცივილიზებულად მივუდგებით და პოლიტიკურ პროცესს განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას, განვავითაროთ სახელმწიფო ინსტიტუციები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით უკეთესია. დინამიკური პოლიტიკური პროცესი ამას ხელს უწყობს", - განაცხადა ფოფხაძემ.