logo_geo
eng_logo
თამაზ დოლაბერიძე: ყველანაირი სამუშაოს დროს შეიძლება მოხდეს საწარმოო შემთხვევა, მაგრამ...
- +

21 მაისი. 2017. 16:32



9 მაისს ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც ოთხი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გასარკვევია, იყვნენ თუ არა მეშახტეები სათანადოდ დაცულები სამუშაოს შესრულების დროს.


„მაინტერესებს, არსებობს თუ არა წერილობით გაფორმებული დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება განწესდაშვება, სადაც აღწერილია შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი და ინფორმაცია სამუშაო ადგილის მომზადების შესახებ. ამ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უშუალოდ იმ საქმეზე შესაბამისი წარმომადგენლები და ასევე, მაინტერესებს, ჰქონდათ თუ არა დამზღვევი დამცავი საშუალებები გარდაცვლილებს. ყველანაირი სამუშაოს დროს შეიძლება მოხდეს საწარმოო შემთხვევა, მაგრამ ამ დროს უნდა იყვნენ დაცული ალტერნატიული საშუალებით. მაგალითად, დამცავი ღვედით, რომლითაც შესაძლოა, მუშები ყოფილიყვნენ დაკიდებული ამწევი დანადგარისგან დამოუკიდებელ კონსტრუქციაზე, რომლითაც ისინი გადარჩებოდნენ. ეს ყველაფერი კვლევის საგანია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაო ადგილი სარემონტო სამუშაოებისთვის მომზადებული არ იყო", - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner