logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: დავით უსუფაშვილმა - შევიცვალეო, ჭკუა ვისწავლეო, ძალიან კარგი და საყვარელი გავხდიო...
- +

21 მაისი. 2017. 16:37


 

პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება:

 

„დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ახალ პარტიას ვქმნიო. პარტიების მეტი რა გვაქვს და კიდევ ახალი პარტია ვის რა ჯანდაბად უნდა, მაგრამ ბატონი დავითი ისეთი ჯიუტი კაცია, რადგან თქვა, განზრახვას აუცილებლად სისრულეში მოიყვანს. კი მაგრამ, ხომ ჰქონდა ამ დალოცვილს პარტია, რომლის რეიტინგიც ვერა და ვერ ასცდა 3 პროცენტს, მიუხედავად იმისა, რომ დავით უსუფაშვილს მაშინაც დავით უსუფაშვილი ერქვა და სიმაღლეც, სიგანეც, სახელიც და ავტორიტეტიც ზუსტად იმხელა ჰქონდა, რაც ახლა აქვს. არაო, მე ახლა შევიცვალეო, ჭკუა ვისწავლეო, ძალიან კარგი და საყვარელი გავხდიო, ბევრ რამეს მივხვდი და ბევრი რამ გადავაფასეო, - გვიმტკიცებს ბატონი დავითი და ისეთი თბილი და ალერსიანი ხმით გვესაუბრება, მამა აბრაამის ბატკანი გეგონება", -  წერს ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში".


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner