logo_geo
eng_logo
გიორგი კობერიძე: წყალმომარაგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
- +

21 მაისი. 2017. 18:48



„დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქალაქში 11 პროექტი ხორციელდება, ხოლო წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, 15 ახალი პროექტი დაიწყება", - ამ თემაზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ისაუბრა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე გააკეთა აქცენტი.


„2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ არ გვექნება არც ერთი ქალაქი და რაიონული ცენტრი, დაბა, სადაც წტალმომარაგების პრობლემა იქნება გადაუჭრელი. წყალმომარაგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. გასულ წელს 110 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა ხოლო მიმდინარე წელს ჩვენ 180 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რაც 2012 წელთან შედარებით 9-ჯერ მეტი და გასულ წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.

 

მიმდინარე წელს დაიწყევა ჭიათურისა და მარნეულის წყალმომარაგებისადა წყალარინების სისტემის მშენებლობა, ბოლნისის კოლექტორის მშენებლობა, ზუგდიდში - წყალარინების სისტემების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, გუდაურ-ბაკურიანში - პირველი და მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო-სამშენებო სამუშაოები, ჯვარში - წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, სენაკში და აბაშაში გარკვეულ პრობლემურ მონაკვეთზე შეიცვლება მაგისტრალური ქსელი. თელავში დაიწყება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მომარაგება წყლით.

 

განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ორი ისტორიული პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ - საგარეჯოსა და დავით გარეჯში განხორციელებული წყალმომარაგების სამუშაოები. დღეს ამ ადგილებში 24 საათიანი მომარაგებაა წყლით", - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner