logo_geo
eng_logo
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: სასწაულები ხდება! ვტირი სიხარულისგან...
- +

21 მაისი. 2017. 20:29



დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დღეს ნიქოზისა და ცხინვალის გმირი მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე ისაია მის უწმინდესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაუჯილოვებია სამღვდელმთავრო ჯილდოთი - სკუფიაზე (სასულიერო პირების ყოველდღიური ქუდი) ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლების მინიჭებით, რაც იწვევს ასევე მის იერარქიულ აღმატებას მღვდელმთავართა შორის და ამიერიდან ის დადგება მეოთხე ადგილზე საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა შორის. შეგახსენებთ, რომ მეუფე იასიამ არ დატოვა 2008 წელს ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტი, მიუხედავად დიდი შევიწროების და განსაცდელების და დღემდე ახერხებს ამ რეგიონის ეკლესია-მონასტრებზე ზედამხედველობას. ასევე, ის 2008 წლის აგვისტოში ნიქოზის მე-10 საუკუნის საეპისკოპოსო რეზიდენციაში მყოფი მოყვა დაბომბვის ქვეშ და სასწაულებრივად გადარჩა თავის თანმხლებ პირებთან ერთად სიკვდილს. სასწაულები ხდება! ვტირი სიხარულისგან... არ მეგონა კიდევ თუ რამე გამეხარდებოდა ჩვენი მძიმე ყოფიერების გამო... აქსიოს (ღირისია), აქსიოს, აქსიოს!!! მადლობა პატრიარქს!!! აქსიოს..." - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner