logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქეთის მმართველი პარტიის ლიდერად აირჩიეს
- +

21 მაისი. 2017. 20:46



თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი „სამართლიანობის და განვითარების" პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელიც ქვეყნის მმართველი ძალაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ" ავრცელებს.


პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე, ფარული კენჭისყრით, პარტიის თავმჯდომარეობაზე მის კანდიდატურას მხარი 1414 დელეგატმა დაუჭირა. ამ პოზიციაზე მან თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდიმირი შეცვალა.


რეჯეფ ტაიპ ერდოღანი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი თურქეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დატოვა. თუმცა 16 აპრილს, თურქეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა, ერდოღანს საშუალება მისცა პარტიის ლიდერად დაბრუნებულიყო - ახალი კონსტიტუციის თანახმად, მას  შეუძლია თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტია" აღარ დატოვოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner