logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ტერორისტებს ირანი აფინანსებს!
- +

21 მაისი. 2017. 21:10



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საუდის არაბეთში ქალაქ ერ-რიადეში იმყოფება, სადაც არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სამიტზე მონაწილეობს.


სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპა დიდი ყურადღება დაუთმო საერთაშორისო ტერორიზმზე ლაპარაკს. მან სამიტის მონაწილეებს, რომლებიც მუსლიმურ ქვეყნებს წარმოადგენენ, რადიკალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.


„ფანატიზმის გამო ყველაზე ხშირად მუსლიმები იღუპებიან, რომლებიც არაბული ქვეყნებიდან არიან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


დონალდ ტრამპმა ირანი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

 

„ლიბანიდან ერაყისა და იემენის ჩათვლით, ტერორისტებს ყველგან ირანი აფინანსებს. ტერორისტების წვრთნა, იარაღი, სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფებები, რომლებსაც შემდეგ, მთელ მსოფლიოში ქაოსი მოაქვთ", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმმა „ყოვლად წარმოუდგენელი დანაშაულებები, ირანის მხარდაჭერით" ჩაიდინა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner