ავტორი ანასტასია იოსელიანი
4 აპრილს, 19:00-ზე, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში ბუკინისტური წიგნების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორმოცამდე წიგნი ავტორის ავთენტური ხელმოწერით.
როგორც ორგანიზატორმა „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, მსგავსი ტიპის გამოფენა პირველად ჩატარდა.
გამოფენის ავტორი გახლავთ თანამედროოვე ხელოვნების ცენტრის სტუდენტი მარიამ გაბრიჭიძე.
ორგანიზებაში ასევე მონაწილეობა მიიღო თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა, სამეცნიერო ბიბლიოთეკამ და მის შემადგენლობაში მყოფმა იოსებ გრიშაშვილის მუზეუმმა.