ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები ტყვეებზე ტოქსიკური ნივთიერებებით ექსპერიმენტებს ატრებენ.
გამოცემების ცნობით, ტერორისტები ჯერ ტყვეებზე ცდიან სასიკვდილო ნივთიერებების ზემოქმედებას და ამის შემდეგ იყენებენ საბრძოლო მოქმედებების დროს. ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს საკვებსა და საჭმელში ურევენ და ამ სახით აძლევენ ტყვეებს.
მსგავსი ექსპერიმენტების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერაყის ჯარმა მოსულის უნივერსიტეტი აიღო და ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისგან გაათავისუფლა. მოსულის უნივერსიტეტში აღოჩნდა ექსპერიმენტების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელშიც კვლევის შედეგებია ასახული. მაგალითად, ერთ-ერთი ტყვე პაციენტის ისტორიაში წერია, რომ ის მოწამლული იყო სულფატის შხამით. პაციენტი 10 დღის განმავლობაში იტანჯებოდა მაღალი სიცხით, გულისრევითა და ტვინის შეშუპებით, საბოლოოდ კი გარდაიცვალა.