logo_geo
eng_logo
1898 წლის 21 მაისს არმანდ ჰამერი დაიბადა
- +

22 მაისი. 2017. 00:04


 

 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1898 წლის 21 მაისს, რუსეთიდან წასული ებრაელი ემიგრანტების ოჯახში, დაბადებულა ათასი ჭორ-მართლის „გმირი", ცნობილი ამერიკელი მეწარმე და ლენინის მეგობარი არმანდ ჰამერი. ლენინის ფოტოზე ინგლისურად აწერია: „ამხანაგ ჰამერს ულიანოვისგან (ლენინისგან)". ლენინის და ჰამერის ნაცნობაბზე უამრავი ანეკდოტი დადიოდა. აგერ ერთ-ერთიც:

 

ერთხელაც, ღამის 3 საათზე, ჰამერს ლენინის მავზოლეუმში წასვლა მოუთხოვია. უთქვამთ, ღამეა და მავზოლეუმი დაკეტილიაო. მაშინ ჯიბიდან ლენინის ხელნაწერი „გაუძრია", რომელზეც ეწერა: „ამხანაგი ჰამერი ჩემთან დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შემოუშვით"-ო.

 

ლენინიდან დაწყებული ვიდრე გორბაჩოვამდე, არმანდ ჰამერი რუსეთის იმპერიის ყველა ლიდერის უახლოეს პირად ითვლებოდა. რუსეთში მან არაერთი საწარმო ააშენა და ხორბლის იმპორტსაც აწარმოებდა, მაგრამ... სამაგიეროდ, რუსეთიდან გაჰქონდა ბეწვეული, შავი ხიზილალა და ბოლშევიკების მიერ წაგლეჯილი ძვირფასეულობა, ნახატები და ქანდაკებები - ზოგი "გოხრანიდან" და ზოგიც "ემიტაჟიდან". სწორედ მათ საფუძველზე შეიქმნა არმანდ ჰამერის ცნობილი კოლექცია, საიდანაც 1972 წელს მან ერმიტაჟს საჩუქრად გადასცა რუსეთის მუზეუმებში დღემდე დაცული გოიას ერთადერთი ტილო - „მსახიობი ქალის ა. სარატეს პორტრეტი".

 

1989 წელს საკმაოდ ასაკოვანმა ჰამერმა გადაწყვიტა, რომ ესარგებლა პრეზიდენტ ბუშთან მეგობრობით და „ბარემ" ნობელის პრემიაც მიეღო. პრეზიდენტ ბუშის წყალობამ ვერ უშველა. ნობელის პრემია დალაი ლამას მიანიჭეს.

 

1990 წელს ჰამერს მე-4 სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. აი, მაშინ გაახსენდა „აღთქმული ქვეყნის" შვილობა და განაცხადა. მამათა ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეო, მაგრამ ვერ მოასწრო.

 

არმანდ ჰამერი გარდაიცვალა 1990 წელს", - წერს თეა ფირცხალავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner